ირაკლი კობახიძე - ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ - დღევანდელი გამარჯვებაც არის ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება

ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა, ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ. ეს ძალიან კარგია, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გახდა ცნობილი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაუღალავი შრომის შედეგიც არის ის შედეგი, რომელიც დღეს დადგა.

„რომ არა ჩვენი ერთად დგომა, ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ შედგებოდა. ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა, ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ. ეს ძალიან კარგია.

ზუსტად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება იმას, რომ ქვეყანა შეუქცევადად განვითარდეს, სტაბილურად. ყველა კანდიდატს მინდა მივულოცო, უამრავი კანდიდატი იყო ჩართული ამ საარჩევნო პროცესში. პირველ რიგში, მინდა მივულოცო მთავარ კანდიდატს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, კახა კალაძეს, რომელმაც მესამედ მოიპოვა ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება, ეს ყველაფერი არის იმ უამრავი საქმის დამსახურება, რაც გაკეთებული აქვს კალაძეს.

მინდა არჩეულ მერებს მივულოცო, საკრებულოს წევრებს, ყველას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი შტაბის წევრებს, შტაბის ხელმძღვანელობას, ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებს. დაუღალავი შრომის შედეგიც არის ყველაფერთან ერთად ის შედეგი, რომელიც დღეს დადგა. მადლობა ყველაფრისთვის ბიძინა ივანიშვილს, რაც გვაქვს დღეს, ჩვენს ქვეყანას: მშვიდობა, წინ სვლა, განვითარება, ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. დღევანდელი გამარჯვებაც არის ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება“,-აღნიშნა პრემიერმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის