არმაზ ახვლედიანი - ივანიშვილ-კობახიძის დანაშაულებრივ „კლანთან“ ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ ფსევდოოპოციზიაც, რომელმაც დღეს უპატიებელი მასკარადი მოაწყო და ისიც, ვინც რეჟიმის სატელიტობა ყალბ არჩევნებში მონაწილეობით დაადასტურა!

ივანიშვილ-კობახიძის დანაშაულებრივ კლანთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ ის ფსევდოოპოციზიაც, რომელმაც დღეს ეს უპატიებელი მასკარადი მოაწყო , - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წევრს.

ახვლედიანი წერს იმასაც, რომ პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ ისიც, “ვინც რეჟიმის სატელიტობა ყალბ არჩევნებში მონაწილეობით დაადასტურა“.

“საუბედუროდ, გამართლდა ყველაზე პესიმისტური პროგნოზი:

ივანიშვილ-კობახიძის რუსული რეჟიმის ღია თუ ფარული მკვებავი არტერიები კვლავ მოვიდნენ ბოროტმოქმედებაში და ამჯერადაც ზურგში მახვილი ჩასცეს უამრავი გულანთებული მოქალაქის ხანგრძლივ, დაუღალავ, მტკიცე პროტესტს. ეს ბინძური, უპასუხისმგებლო პროვოკაცია და დანაშაულია!

უკვე საბოლოოდ გაცხადდა ყველა პოლიტიკური ნაძირალას რეალური სახე, რომლებიც ამბიციებით თუ სხვა უკეთური განზრახვით ამ კრიმინალური რუსული დაჯგუფების წისქვილზე ასხამენ წყალს!

ივანიშვილ-კობახიძის დანაშაულებრივ კლანთან ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ ის ფსევდოოპოციზიაც, რომელმაც დღეს ეს უპატიებელი მასკარადი მოაწყო და ისიც, ვინც რეჟიმის სატელიტობა ამ ყალბ არჩევნებში მონაწილეობით დაადასტურა!

ერთადერთი, უალტერნატივო გზა ოცნების 13-წლიანი აღვირახსნილი უკანონობის დასასრულებლად და სამართლებრივი სახელმწიფოს შესაქმნელად დღეს სრულიად ახალი, მოუსყიდველი, კეთილგონიერი, ეროვნულად და დემოკრატიულად მოაზროვნე მოქალაქეების შექმნილ პოლიტიკურ ერთობაზე გადის! - “არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია!” - წერს არმაზ ახვლედიანი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება