აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - თუკი ვინმე გადააბიჯებს კანონს, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები - საკმარისია, რაც ერთი წლის განმავლობაში აჯანჯღარეს ქვეყანა

თუკი ვინმე გადააბიჯებს კანონს, მის წინააღმდეგ მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები, რადგან საკმარისია, რაც ერთი წლის განმავლობაში აჯანჯღარეს ქვეყანა პრაქტიკულად, ეს იყო მუხრუჭი მთელი ქვეყნისთვის , - ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, დღეს ყველაფერი გამოჩნდა, ქართველ ხალხს აღმოაჩნდა იმაზე მეტი გონიერება, ვიდრე ოდესმე ვინმე იფიქრებდა.

“თუკი შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებს არ გაცდება აქცია, ბუნებრივია არაფერიც არ მოხდება. თუკი ვინმე გადააბიჯებს კანონს, მის წინააღმდეგ მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები, იმიტომ, რომ საკმარისია, რაც ერთი წლის განმავლობაში აჯანჯღარეს ქვეყანა, პრაქტიკულად, ეს იყო მუხრუჭი მთელი ქვეყნისთვის. მგონია, რომ დღეს ყველაფერი გამოჩნდა, ქართველ ხალხს აღმოაჩნდა იმაზე მეტი გონიერება, ვიდრე ოდესმე ვინმე იფიქრებდა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ”,- განაცხადა დავით გაბაიძემ

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება