ფოთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე - როგორც მოსალოდნელი იყო, ფოთში, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა - მადლობა მინდა ვუთხრა ფოთელებს აქტიურობისთვის

როგორც მოსალოდნელი იყო, ფოთში, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. მადლობა მინდა ვუთხრა ფოთელებს აქტიურობისთვის, გამოხატული მაღალი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს 12 500-ზე მეტმა ფოთელმა დაუჭირა მხარი.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ფოთში, მშვიდ გარემოში ჩაიარა საარჩევნო პროცესმა. მადლობა მინდა ვუთხრა ფოთელებს აქტიურობისთვის, გამოხატული მაღალი მხარდაჭერისთვის. ათივე სამაჟორიტარო უბანში ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. 12 500-ზე მეტმა ფოთელმა დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ გუნდს , რაც 80 %-ზე მეტია ამომრჩევლის და მიხარია, რომ მნიშვნელოვანი უმრავლესობით გავაგრძელებთ საკრებულოში მუშაობას ერთობლივად იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის წინაშე არის და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქის განვითარებაზე. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ყველას ვუთხრა და წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება