პრემიერი - აქციაზე მისული იყო დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და შემდეგ დაიწყეს გამიჯვნა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას - აღმსრულებელთაგან ძალიან ბევრს ელის მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად

დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელთაგან, ძალიან ბევრს ელის მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად - ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, „დამხობის ჩავარდნის“ შემდეგ ბევრი ორგანიზაცია თუ პოლიტიკოსი გაემიჯნა პროცესს, თუმცა ისინი პასუხისმგებლობას ვერ „გაეპარებიან“.

„დაანონსებული იყო ხელისუფლების დამხობა. თქვენ ნახეთ, რომ ხელისუფლების დამხობის აქციაზე მისული იყო დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი. გადავიდნენ მოქმედებაზე, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და ამის შემდეგ დაიწყეს დამხობიდან გამიჯვნა. ეს არის ძალიან მარტივი ქრონოლოგია იმისა, თუ როგორ გაემიჯნნენ აქციის მონაწილეები დამხობის წარუმატებელ მცდელობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავარდა დამხობის მცდელობა, კონკრეტულმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა დაიწყეს დამხობიდან გამიჯვნა. მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული პარტიების ლიდერები, კონკრეტული აქტივისტები და ა.შ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას. აქ იგულისხმება მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება ძალადობაში მონაწილეობას, აქ კიდევ უფრო მძიმეა ადამიანების მდგომარეობა. ვინც მონაწილეობდა ძალადობაში, უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის დანაშაულის ამსრულებელი. შესაბამისად, ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს რიგი დღეების განმავლობაში და ბევრი დღე არ დაჭირდება ამას.

დღეს ბევრად მეტი გვაქვს ადამიანის იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა თუნდაც რამდენიმე თვის წინ, თავის დროზე თუ მოძალადეთა მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება მოხერხდა, დღეს გვაქვს ბევრად მეტი რესურსი და ქედან გამომდინარე, დამხობის მცდელობის დანაშაულის აღმსრულებელთაგან, ძალიან ბევრს ელის მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად. კანონი იმოქმედებს ძალიან მკაცრად.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა