ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერზე - სიურპრიზებს გვპირდებოდნენ და შეიძლება ამას გულისხმობდნენ - გამოძიება უნდა დაინტერესდეს, მისი საქმეა, მათ შორის, ავთენტურობის დადგენა

გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოძიების საქმეა, მათ შორის, ავთენტურობის დადგენა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ტვ იმედის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ავთენტური იყოს გავრცელებული აუდიჩანაწერი, რომელშიც მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბაჩო ახალაია და პაატა ბურჭულაძე ფიგურირებენ და „იყო თუ არა მისთვის სიურპრიზი“ გავრცელებული ჩანაწერი.

კობახიძის თქმით, მსგავსი ჩანაწერის შინაარსი გასაკვირი არავისთვის არის.

“სიურპრიზებს გვპირდებოდნენ და შეიძლება ამას გულისხმობდნენ, ამ ზღაპრის შინაარსს. ვერ გეტყვით, მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოძიების საქმეა, მათ შორის, ავთენტურობის დადგენა.

თავისთავად, ეს შინაარსი არავის უკვირს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება გამოძიება. თვითონ შინაარსი რომ არავის უკვირს, ეს არის თავისთავად მრავლისმეტყველი მოვლენა, დანარჩენი დადგინდება გამოძიების მიერ”, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის