მურთაზ ზოდელავა - შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით, ნაკლებად ორგანიზებულები - ჩემს პასუხისმგებლობას არავის გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ

ჩემს პასუხისმგებლობას არავის გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ, - ამის შესახებ მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან საუბარში აღნიშნა, ის ელოდა, რომ სამართალდამცველები მალე აიყვანდნენ და აქციის მონაწილეებს ბრძოლის გაგრძელება ურჩია.

“შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით, შეიძლება ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ დიქტატურაში პროცესების დონორს ვერ იპოვით. თუ თქვენთან დონორი მოვიდა, იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ სამშობლო, სხვანაირად რესურსს არავინ დადებს, რომ უკეთ ორგანიზდეთ. არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს, ეძებეთ თქვენნაირი გულანთებული ადამიანები - ეს არის რჩევები მათთვის, ვინც გააგრძელებს ბრძოლას. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებული ხალხი, ენდეთ მათ, ვის მიმართაც შინაგანი გრძნობა გაქვთ, რომ უნდა ენდოთ, არ დანებდეთ, იბრძოლეთ!

ჩემს პასუხისმგებლობას არავის გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ”, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებთან საუბარში, დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება