თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ

თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ.

კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გახდა, მან ხმების 91.933% (30 962 ხმა) მიიღო.

რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქის მერი, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, დავით ერემეიშვილი იქნება. მან ხმების 85.649% (37 635 ხმა) მიიღო.

ბათუმში მერის არჩევნებში, მოქალაქეთა ხმების 80.616% (42 815 ხმა) გიორგი ცინცაძემ მიიღო.

ფოთში მერის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე იყრიდა კენჭს. მან, ცესკოს მონაცემების მიხედვით, ხმების 100% (14 431 ხმა) მიიღო.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მერის არჩევნებში 71.58%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ გაიმარჯვა და მან 214 872 ხმა მიიღო.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს