ვილნიუსის აეროპორტი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც აეროსტატების დაფიქსირების გამო ფრენები შეჩერდა და გადამისამართდა

ლიეტუვამ ვილნიუსის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა განაახლა მას შემდეგ, რაც შაბათს საღამოს, აეროპორტისკენ მიმავალი აეროსტატების დაფიქსირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ავიარეისების რამდენიმე საათიანი შეჩერებისა და გადამისამართების გამო, ათასობით მგზავრი დაზარალდა.

ლიეტუვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა LRT-მ ქვეყნის ეროვნული კრიზისების მართვის სამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვილნიუსის აეროპორტისკენ 13 საჰაერო ბურთი მიემართებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაუშვა აეროსტატები და რა სახის იყო.

შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული ავიაცია არაერთხელ აღმოჩნდა ქაოსში დრონების დაფიქსირებისა და საჰაერო შეჭრის გამო, მათ შორის კოპენჰაგენისა და მიუნხენის აეროპორტებში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება