დიღმის იზოლატორში, სადაც 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები არიან მოთავსებული, ადვოკატები მივიდნენ

დიღმის იზოლატორში, სადაც 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დაკავებული ორგანიზატორები არიან მოთავსებულნი, მათი ადვოკატები - ბექა ბასილაია და ირაკლი აბესაძე მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ იზოლატორში შესვლამდე განაცხადა, ნადირაძის მდგომარეობა მისთვის ამ დროისთვის უცნობია და საქმის მასალებსაც მას შემდეგ გაეცნობა, რაც სამართალდამცავი უწყება დაკავებულებს ბრალს წარუდგენს.

ადვოკატის შეფასებით, „ეს იქნება მორიგი პოლიტიკური საქმე“.

„ირაკლი ნადირაძესთან ახლა მე პირველად შევალ. არ ვიცი მისი მდგომარეობა და რა თქმა უნდა, არ ვიცით საქმის მასალები, რომელსაც ბრალის გაცნობის შემდგომ გადმოგვცემენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ამის შემდეგ უფრო მეტ სამართლებრივ დეტალზე შეგვეძლება საუბარი. სამართლებრივი დეტალების მოლოდინი ამ ხელისუფლებისგან უბრალოდ, არ გვაქვს. რეალურად, ეს იქნება მორიგი პოლიტიკური საქმე და ამაში თავადაც დარწმუნდებით“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, შსს-მ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები - პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის