შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა, უცხოელთა ბატონობას სამშობლოს ერთგულება, წარსულს კი - მომავალი - მადლობელი ვარ თითოეული ამომრჩევლის

დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად მოიგო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X -ზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა“.

„დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად მოიგო.

1 000 000-მა ადამიანმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორისაა თბილისის მერის, კახი კალაძისათვის მიცემული 200 000-ზე მეტი ხმა. ეს რიცხვები რეკორდულია „ქართული ოცნებისათვის“ ბოლო ოთხ მუნიციპალურ არჩევნებში როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თბილისში.

ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ, ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა, უცხოელთა ბატონობას სამშობლოს ერთგულება არჩია, წარსულს კი - მომავალი. მადლობელი ვარ თითოეული ამომრჩევლისა და პირობას ვაძლევ მათ, რომ უფრო მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ერს, ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენს ქვეყანას.

რაც შეეხება უცხოეთიდან მხარდაჭერილ ძალადობას, რომელსაც გასულ ღამეს რადიკალებმა მიმართეს, გპირდებით, რომ ამაზე დავწერ, და დავწერ ბევრს“, - წერს პაპუაშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს