ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, რომ მაგალითი აიღონ საქართველოს შს სამინისტროდან, გუშინდელი სპეცოპერაციიდან, როდესაც თავად მოუწევთ, ასეთ გამოწვევებთან გამკლავება

მოვუწოდებ ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, რომ მაგალითი აიღონ საქართველოს შს სამინისტროდან, გუშინდელი სპეცოპერაციიდან, როდესაც თავად მოუწევთ, ასეთ გამოწვევებთან გამკლავება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს, აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „უამრავი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ პრევენციულად თავიდან არიდებული ყოფილიყო პრობლემები“.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შს სამინისტროს, პირადად მინისტრს, შს მინისტრის მოადგილეებს, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, სპეცრაზმის ხელმძღვანელს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, უკლებლივ ყველა ერთეულს, რომელიც მოქმედებდა უმაღლეს დონეზე.

ნახეთ, რომ შს სამინისტრომ უმაღლეს დონეზე, უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარა სპეცოპერაცია, რითაც განეიტრალდა კონსტიტუციური წყობილების დამხობის ძალადობრივი შეცვლის მცდელობა. ამისთვის შს სამინისტროს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. მოვუწოდებ ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, რომ მაგალითი აიღონ შს სამინისტროდან, გუშინდელი სპეცოპერაციიდან, როდესაც თავად მოუწევთ, ასეთ გამოწვევებთან გამკლავება.

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო სუს-ს, რომელიც არამარტო გუშინდელ დღეს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უმაღლეს დონეზე მოქმედებდა, მინდა მადლობა გადავუხადო სუს-ის ხელმძღვანელს, ბატონ მამუკა მდინარაძეს. სუს-მა მიიღო პრევენციული ზომები, ეს სამსახური, რა თქმა უნდა, მოქმედებს არასაჯაროდ, ეს არის ამ სამსახურის სპეციფიკა, თუმცა უამრავი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ პრევენციულად თავიდან არიდებული ყოფილიყო პრობლემები და გუშინაც მაქსიმალური ეფექტიანობით მოქმედებდა სუს-ის სამსახური.

ვისარგებლებ შემთხვევით და თითოეულ რიგით პოლიციელს მადლობას გადავუხდი, რომელიც მოქმედებდა გუშინ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დაშავებულ პოლიციელებს, როგორც მოგეხსენებათ გუშინ საჭირო გახდა 15 პოლიციელის გადაყვანა კლინიკაში, მიღებული დაზიანებების გამო. მათი მდგომარეობა არის სტაბილური და გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის