„კოალიცია ცვლილებისთვის“ - ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე! - დღესაც, ტრადიციულ დროს, შევხვდებით რუსთაველზე

ჩვენ გვჯერა, რომ გამარჯვების გასაღები რეჟიმის ჩამოშლაშია და არა დროის რომელიმე მონაკვეთში გადაჭარბებული მოლოდინების შექმნაში. ჩამოშლა დადგება ხელისუფლების მუდმივი იზოლაციის, ართანამშრომლობის, არაღიარების, საერთაშორისო წნეხის გაძლიერებისა და რაც მთავარია, უწყვეტი პროტესტის, მათ შორის, რუსთაველის საპროტესტო კერის გაძლიერების გზით - დღესაც, ტრადიციულ დროს, შევხვდებით რუსთაველზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციის, კრიზისისა და ძალადობის ერთადერთი წყაროა ივანიშვილი და მისი მჩაგვრელი სისტემა, რომლის შედეგადაც დღეს ქვეყანას ახალი პოლიტპატიმრები ჰყავს.

„4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას უარი უთხრა პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობამ, საერთაშორისო საზოგადოებამ და, რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა. რუსული რეჟიმის ყალბი მონაცემითაც კი, მხოლოდ დედაქალაქში, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით, გამოცხადება 300 000-ით ნაკლებია. რუსული ფარსი არ შედგა!

4 ოქტომბერს ცარიელი საარჩევნო უბნების პარალელურად, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი სავსე იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებით. უწყვეტი პროტესტის 311-ე დღეს თბილისში 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა მთავარი სათქმელით - ბრძოლა ბოლომდე!

საქართველოში დესტაბილიზაციის, კრიზისისა და ძალადობის ერთადერთი წყაროა ივანიშვილი და მისი მჩაგვრელი სისტემა. ამის გამო, დღეს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური პატიმრები გვყავს.

ჩვენთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამ რეჟიმის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ უწყვეტად მიმდინარეობს. ქვეყნის სიყვარულის, ცვლილების ხედვისა და თავდადების პარალელურად, ეს ბრძოლა დგას უდიდეს პასუხისმგებლობაზე ჩვენი ხალხის მიმართ.

ჩვენ გვჯერა, რომ გამარჯვების გასაღები რეჟიმის ჩამოშლაშია და არა დროის რომელიმე მონაკვეთში გადაჭარბებული მოლოდინების შექმნაში. ჩამოშლა დადგება ხელისუფლების მუდმივი იზოლაციის, ართანამშრომლობის, არაღიარების, საერთაშორისო წნეხის გაძლიერებისა და რაც მთავარია, უწყვეტი პროტესტის, მათ შორის, რუსთაველის საპროტესტო კერის გაძლიერების გზით. ამიტომ ვთქვით უარი საპარლამენტო მანდატებზე, გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე, არალეგიტიმური პარლამენტის “სამშობლოს ღალატის” კომისიაში მონაწილეობაზე, რის გამოც კოალიციის უკლებლივ ყველა ლიდერი ციხეშია, ამიტომ არ მივიღეთ მონაწილეობა 4 ოქტომბრის ფარსში სახელად „ადგილობრივი არჩევნები“.

ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე! ყოველ დღე ბიძინა ივანიშვილის დამარცხებამდე ვიდგებით იქ, სადაც ვიდექით გასული 311 დღე.

დღესაც, ტრადიციულ დროს, შევხვდებით რუსთაველზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის