ბექა ბასილაია - პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით იმის არავითარი საფუძველი არ არსებობს, რაც საგამოძიებო უწყებამ თქვა - დაკავების საფუძვლები თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია

საქართველოში ხელისუფლება მიტაცებული და უზურპირებულია - შესაბამისად, ამ რეჟიმისადმი წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევა არ არის, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების, მურთაზ ზოდელავასა და პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დიღმის იზოლატორთან დაკავებულების მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „რაც შეეხება დაკავების საფუძვლებს, რომელიც განაცხადეს, ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესია“.

„საქართველოში ხელისუფლება მიტაცებული და უზურპირებულია. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ძალადობას ქართველ მოქალაქეებზე, აქტივისტებზე, პოლიტიკოსებზე. ვხედავთ, რამდენი ათეული პოლიტპატიმარი გვყავს და ა.შ. შესაბამისად, ამ რეჟიმისადმი წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევა არ არის. პირიქით, ეს არის მცდელობა, საქართველოს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად. ეს ბუნებრივია, არის სრულიად კეთილშობილური და პატრიოტული მოტივაცია.

რაც შეეხება დაკავების საფუძვლებს, რომელიც განაცხადეს, ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესია“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

კითხვაზე, აღიარებენ თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარსადგენ ბრალდებას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ „არასწორი სიტყვაა აღიარება“.

ადვოკატის განმარტებითვე, პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით, იმის არავითარი საფუძველი არ არსებობს, რაც უწყებამ განაცხადა.

„არასწორი სიტყვაა აღიარება. საერთოდ პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით იმის არავითარი საფუძველიც არ არსებობს, რაც განაცხადეს. ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსისაა, ისევე როგორც თვითონ ის პროცესები, რომელიც განვითარდა. ხელისუფლება არის პრორუსული და მოძალადე. შესაბამისად, მის წინააღმდეგ ღონისძიებები არის საქართველოს კონსტიტუციაში დაბრუნება“,-აღნიშნა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, შსს-მ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები - პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის