ორბელიანის მოედანზე გდდ-ს თანამშრომლები კვლავ იმყოფებიან, ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც - აგებენ ფილებსაც, რომლებიც დაპირისპირებისას აქციის მონაწილეებმა აყარეს

ორბელიანის მოედანზე, სადაც გუშინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, გდდ-ს თანამშრომლები კვლავ იმყოფებიან, ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.

პარალელურად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, აგებენ ფილებს და ამონტაჟებენ სხვა დაზიანებულ ინვენტარს.

რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, რომლის ჯებირიც გუშინ აქციის მონაწილეებმა გაანგრიეს, ის კვლავ დაზიანებულია, სამონტაჟო სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის.

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

შეგახსენებთ, გუშინ დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის მიმართულებით გადაინაცვლეს.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სპეცრაზმელებსა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმელებმა მოქალაქეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. ათონელის სასახლესთან მოქალაქეები წყლის ჭავლის მანქანით დაშალეს. მოგვიანებით აქცია კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან გაგრძელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ასევე, გუშინ განვითარებული მოვლენების შედეგად, შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები - მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, „რუსთაველის გამზირის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის