გიორგი ბოტკოველი - თითის გაშვერის დრო არ არის, ვერც ერთი და ვერც ათი ადამიანი ჩვენს ბედს ვერ გადაწყვეტს - დარწმუნებული ვიყავი, ბევრი ხალხი იქნებოდა, თუმცა ალბათ, არასაკმარისია, რომ ხელისუფლებას უკან დაეხია - დროს ვკარგავთ

ახლა არ არის ხელების ჩამოშვების და ბრძოლის შეწყვეტის დრო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხალხს შეუძლია საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს.

„მინდა დავიწყო იმით, რომ არავისგან არავისზე თითის გაშვერის დრო არ არის. ვერც ერთი და ვერც ათი ადამიანი ჩვენს ბედს ვერ გადაწყვეტს. თუ გვინდა, ერთმა, ათმა ან ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ჩვენი ბედი, ეს გარემოება გვაქვს უკვე ქვეყანაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ ბევრი ხალხი იქნებოდა, თუმცა ალბათ, არასაკმარისია იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეს მიეღო იმად, რომ უკან დაეხია და გადაწყვეტილება მიეღო, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები და გაეტარებინა ყველა ის პროცესი, რომელსაც ხალხი ითხოვდა და ითხოვს უკვე სამას დღეზე მეტია. ამიტომ, სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს. მთავარი არის ერთი რამ - ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვკარგავთ ძალიან ძვირფასს - დროს. ჩვენს სახელმწიფოს ამაზე მეტი, ამაზე უარესი გაუვლია, მაგრამ ახლა ვკარგავთ დროს, კარგავენ ის ადამიანები, ვინც დღეს პატიმრობაში არიან. ვფიქრობ, ქართველ ხალხს შეუძლია საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ჩემი იქ ყოფნის მოტივი იყო ის, რაც 13 წლის განმავლობაში იყო, ვმდგარიყავი იმ აქციებზე, რომელი აქციებიც აპროტესტებდა იმ მმართველობას, რომელიც მმართველობაც დღეს ქვეყანას აქვს“,- განაცხადა ბოტკოველმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პოზიცია.

„არ ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი დასრულდა, სამწუხაროა ის, რაც მოხდა. ადამიანები დღეს პატიმრობაში არიან. თითოეული ქართველის პოზიცია უნდა იყოს პატრიოტული სული, რომ მშვიდობიანად დაიცვას საკუთარი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან, ძალიან კარგად ჰქონდათ გააზრებული ეს ყველაფერი, არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის. მთავარია, ქართველმა ხალხმა საკუთარი თავი დაიზღვიოს იმით, რომ შინაგანად ჰქონდეთ რწმენა - მათ შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენა, ეს არის მნიშვნელოვანი. კიდევ ვიმეორებ, თუ გვინდა ერთმა ადამიანმა ან ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენ ეს რეალობა უკვე გვაქვს ქვეყანაში“,-განაცხადა ბოტკოველმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება