„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ YEPP-ს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმაზეა საუბარი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ YEPP-ს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმაზეა საუბარი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამართლიანობის უზრუნველყოფის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ახლა ბრალდებების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სხვა აქტივისტებზე გადატანას ცდილობს, რათა ისინი თავდამსხმელებად წარმოაჩინოს.

„გუშინ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილესა და ამავე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული ბანდიტები. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მას განზრახ ჩაარტყა თავში რკინის ბლაგვი საგანი, რის შედეგადაც ნარმანიამ მიიღო მძიმე დაზიანება და დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა.

სამართლიანობის უზრუნველყოფის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს შეთითხნოს ბრალდებები ბატონ ნარმანიასა და სხვა აქტივისტების მიმართ, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებზე, რათა ისინი წარმოაჩინოს თავდამსხმელებად, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის ფარგლებში. რეჟიმის მიზანი აშკარაა: გააჩუმოს ახალგაზრდა თაობა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

YEPP-ი სრულ სოლიდარობას უცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მკაცრად გმობს საქართველოში პოლიტიკური ძალადობის მასშტაბის ზრდას.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცედ იმოქმედოს და დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხსა და ახალგაზრდობას მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს