დავით ერემეიშვილი - მადლობა ქუთაისს, ჩვენს აქტიურ ამომრჩეველს - ყველა პროექტი, რომელიც განსახორციელებელია, გაგრძელდება

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი გამოცხადებული ნდობისათვის ამომრჩეველს მადლობას უხდის. დავით ერემეიშვილი, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, 37 779 ხმა მიიღო, ამბობს, რომ ახლა გაცემული დაპირებების შესრულების დროა. ერემეიშვილი მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ მათ მიერ დასახელებულ ყველა პრობლემურ საკითხზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება.

„მადლობა ქუთაისს, მთლიანად ჩვენს აქტიურ ამომრჩეველს, რომელთანაც ორი თვის განმავლობაში აქტიური შეხვედრები გვქონდა და მნიშვნელოვან თემებზე გვიწევდა მათთან საუბარი. ყველა პროექტი, რომელიც განსახორციელებელია, გაგრძელდება. ჩვენი მოქალაქეებისგან წამოსული ყველა პრობლემა ატვირთულია და ვპირდებით, უმოკლეს პერიოდში აღმოფხვრილი იქნება“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა