მიხეილ სააკაშვილი - ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა, „ვარდების რევოლუციას“ რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას - 6 თვე - იმედია, „ლელო” დარწმუნდა, რომ „არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში

ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. „ვარდების რევოლუციას“ რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას - ექვსი თვე - იმედია, „ლელო” დარწმუნდა, რომ ე.წ. „არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გუშინ დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქოცებმა” გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი“.

„ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. „ვარდების რევოლუციას“ რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას - ექვსი თვე. „ქოცებმა” გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე შევარდნაძემ მიიღო 2003 წელს.

იმედია, „ლელო” დარწმუნდა, რომ ე.წ. „არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში.

ყველაფრის მიუხედავად ასი ათასობით გულანთებული პატრიოტი გამოვიდა ქვეყნის დასაბრუნებლად, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა „ჯენზის“ ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს. სწორედ ეგენი მიიყვანენ ბრძოლას სიმართლის საბოლოოდ გამარჯვებით“,- წერს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს