ელენე ხოშტარია - სასოწარკვეთა გვასუსტებს! ჩვენი გამძლეობა წაბორძიკების შემდეგ ადგომაში და ბრძოლის გაგრძელებაშია! ამ ტიპის ბრძოლაში არასწორია „ან დღეს ან არასდროს“, სწორია: დღესაც, ხვალაც, ბოლომდე!

ამ ტიპის ბრძოლაში არასწორია ან დღეს ან არასდროს, სწორია - დღესაც, ხვალაც, ბოლომდე! – შედეგი გამძლეობით და თანმიმდევრულობით დგება, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია წერს.

ხოშტარია ამბობს იმასაც, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები არ შედგა და არალეგიტიმურების რიცხვს კალაძეც შეემატა.

“არჩევნები არ შედგა!

მორიგ კრიტიკულ მომენტში, ქართველმა ხალხმა ყველას დაანახა, სად არის სიმართლე და სად არის სიცრუეც, სად სავსე თბილისის ქუჩები და სად ცარიელი ეგრეთწოდებული საარჩევნო უბნები. არალეგიტიმურების რიცხვს კალაძეც შეემატა.

სოლიდარობა ახალ პოლიტპატიმრებს!

პროტესტის დისკრედიტაცია არ გამოვა კრიმინალური ბანდის მხრიდან.

რაც შეეხება პროტესტს და ბრძოლის გაგრძელებას, როდესაც რთული მომენტი დგება ან უკმაყოფილოები ვართ ან ვბრაზდებით და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილები დამნაშავეს ვეძებთ, გაკვეთილები გამოგვაქვს და ვაგრძელებთ ბრძოლას. სასოწარკვეთა გვასუსტებს.

პროტესტს არ ჰყავს უფროსი არც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ან პარტია, პროტესტი არის სახალხო, თუმცა, პოლიტიკოსებს გვაქვს პასუხისმგებლობა და ფუნქცია - რა უნდა ვქნათ:

  1. მოქალაქეების და აქტივისტების მხარდაჭერა და დაცვა.
  2. ართანამშრომლობა
  3. საგარეო ფლანგზე მუშაობა
  4. პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა

ამ ტიპის ბრძოლაში არასწორია „ან დღეს ან არასდროს“, სწორია -„დღესაც, ხვალაც... ბოლომდე!“

გამძლეობით და თანმიმდევრულობით შედეგი დგება და საბოლოოდაც დადგება.

ვიყუროთ წინ, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ჩვენი გამძლეობა არა წარმატებიდან წარუმატებლობამდე სიარულშია, არამედ წაბორძიკების შემდეგ ადგომაში და ბრძოლის გაგრძელებაში!

ბოლომდე!“ - ვკითხულობთ ელენე ხოშტარიას მიერ რუსთავის ქალთა ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო