შალვა პაპუაშვილი - ეს დღეები „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები არგუმენტს არგუმენტზე გვიმატებენ საკონსტიტუციო სარჩელისთვის - მათ დაამძიმეს საკუთარი მდგომარეობა და დაამატეს მტკიცებულებები ისედაც ძლიერ სარჩელს

ეს დღეები რასაც ვაკვირდებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები არგუმენტს არგუმენტზე გვიმატებენ საკონსტიტუციო სარჩელისთვის - მათ მხოლოდ დაამძიმეს საკუთარი მდგომარეობა და დაამატეს მტკიცებულებები ისედაც ძლიერ სარჩელს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სარჩელი სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.

„პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელი შევა. სარჩელი თითქმის მომზადებულია. თუმცა საჭიროა შევსება. ეს დღეები რასაც ვაკვირდებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები არგუმენტს არგუმენტზე გვიმატებენ საკონსტიტუციო სარჩელისთვის. გუშინ რაც იხილეთ, რაც მანამდე იხილეთ, ეს ყველაფერი არის პირდაპირი მტკიცებულებები ჩვენი სარჩელისთვის, რათა მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რომ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი ეს ჯგუფები, როგორც ექსტრემისტული ჯგუფები. არამხოლოდ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არამედ დღესაც, ოპოზიციაში. ეს დღეები რასაც ვაკვირდებით, მათ მხოლოდ დაამძიმეს საკუთარი მდგომარეობა და დაამატეს მტკიცებულებები, ისედაც ძლიერ სარჩელს.

რაც შეეხება დროს, უახლოეს მომავალში შევა ეს სარჩელი; სარჩელი ფაქტობრივად, მზადაა. უბრალოდ მათ შორის ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე საკითხები, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ამ სარჩელში, როგორც დამატებითი მტკიცებულებები. რაც შეეხება წრეს, მათ შორის, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე და ზოგადად, ამ წრეზე კიდევ ერთხელ დავფიქრდებით, თუ ვინ არიან ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ექსტრემისტულ საქმიანობაში და ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში არიან ჩართულები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს