შალვა პაპუაშვილი - გუშინდელი დღის შემდეგ მეტი დაფიქრდება თუ რაში ჩაითრიეს, როგორ მოახდინეს მათი რადიკალიზაცია, როგორ დაარწმუნეს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომ ტერორიზმი თავისუფლებისთვის ბრძოლაა

გუშინდელი დღის შემდეგ მეტი დაფიქრდება თუ რაში ჩაითრიეს, როგორ მოახდინეს მათი რადიკალიზაცია, როგორ დაარწმუნეს ეს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომ ტერორიზმი თავისუფლებისთვის ბრძოლაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, 4 ოქტომბერს, აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „საზოგადოებამ გუშინვე გააცნობიერა თუ რასთან ჰქონდა საქმე - ხელისუფლების დამხობისა და სახელმწიფო გადატრიალებასთან, რომელიც უდრის, ჩვენი ქვეყნის ჩაგდებას ქაოსსა და განუკითხაობაში და 90-იან წლებში დაბრუნებას".

„გუშინ შეკრებილი იყო რამდენიმე ათასი ადამიანი, ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ გუშინვე გააცნობიერა თუ რასთან ჰქონდა საქმე - ხელისუფლების დამხობისა და სახელმწიფო გადატრიალებასთან, რომელიც უდრის, ჩვენი ქვეყნის ჩაგდებას ქაოსში განუკითხაობაში, 90-იან წლებში დაბრუნებას. „მაიდანიზაციას“ რაც მოჰყვება, ყველამ შეხედოს უკრაინას და დაინახავს რას ნიშნავს „მაიდანი“ და „მაიდანიზაცია“.

გუშინდელი დღის შემდეგ მეტი დაფიქრდება თუ რაში ჩაითრიეს, როგორ მოახდინეს მათი რადიკალიზაცია, როგორ დაარწმუნეს ეს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომ ტერორიზმი თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

თითოეულმა კარგად იცოდა 4-ში, 16:00-საათზე სად მიდიოდა, ძალიან კარგად იცოდა ამ აქციის მიზანი რა იყო. კარგად იციან რას ნიშნავს ხელისუფლების დამხობა, საკუთარი ისტორიიდან რას ნიშნავს. მათ შორის არიან იმ ასაკის ადამიანები, რომლებსაც გამოვლილი აქვთ 90-იანი წლები, ზოგმა ბავშვობა და ახალგაზრდობა გაატარა ამ პერიოდში და ახლა ზრდასრულები თავისი ხელით საქართველოს 90-იან წლებში აგდებენ.

ეს რამდენიმე ათასი ადამიანი, იგივე ხალხია, რომლებიც 2022 წლის მარტში ჩვენს ჩართვას ითხოვდნენ უკრაინის ომში, იგივე ხალხია, 2022 წლის ივლისში NGO-ებისთვის ხელისუფლების გადაცემას რომ ითხოვდა, იგივე ხალხია, რომლებიც 2023 წელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა და ამას ამართლებდა. იგივე ხალხია, რომლებიც 2024 წელს დამარცხდა, როგორც ამომრჩეველი და ნაცვლად იმისა, რომ ეს დამარცხება მიეღოთ საკუთარ ქვეყანას ბრძოლა გამოუცხადეს. იქამდე მივიდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების პოლიტიკური მხარდამჭერები გახდნენ. გუშინდელი დღე იყო წინა დღეების გაგრძელება, დაწყებული შარშანდელი არჩევნებიდან და დღევანდელი დღე არის გუშინდელი დღის გაგრძელება, ეს პოლიტიკური ორგანიზმია.

მოქალაქეებს მივმართავ - თავს ნუ მოიტყუებთ, ტერორიზმი თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის და ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ მათი ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა გამართლდება. შს სამინისტრო ფხიზლადაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო