რეზო კიკნაძე - არ შეშინდე გაბრაზდი, ნუ ეძებ დამნაშავეს, ეძებე გამოსავალი - ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არაფერი გამოვა, ფიზიკური ბრძოლაა საჭიროა

არ შეშინდე გაბრაზდი, ნუ ეძებ დამნაშავეს, ეძებე გამოსავალი - ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არაფერი გამოვა, ფიზიკური ბრძოლაა საჭიროა, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი.

კიკნაძემ მოუწოდა თანამოაზრეებს, დღეს გავიდნენ აქციაზე. მისი განცხადებით, ახლა "ომში ვართ და ომი შიშველი ხელებით" და ერთ ადგილზე დგომით არ ხდება, შესაბამისად, ყველა საბრძოლველად უნდა აღიჭურვოს და დასძენს: "შეტევა და მხოლოდ შეტევა."

„ჩემთვის ყველაზე საშინელი ხალხის ის ნაწილია, ვინც მორალურ პედესტალზე ადის და თითებს იშვერს, რატომ ესროლე რაღაც რუს მსახურთო. ომში ვართ და ომი შიშველი ხელებით და ერთ ადგილზე დგომით არ ხდება. ყველა საბრძოლოდ უნდა აღიჭურვოს და ისე გამოვიდეს სახლიდან იმ განწყობით, რომ თავს შესწირავს ქვეყნის დაცვას ამ ფულზე გაყიდული ნიღბიანებისგან.

არანაირ შენობაში ჩვენ არ შევჭრილვართ და არ ვიჭრებით - ჩვენ, ჩვენი კუთვნილი შენობების დაკავებას ვცდილობთ. ოღონდ ვეცადოთ ერთიანი განწყობით.

შეტევა და მხოლოდ შეტევა.

ბურთი იმათ მხარესაა და გოლი გვაქვს გასატანი, ის ბურთი კი ჩვენ გვეკუთვნის და არა იმათ. ჰოდა დავიბრუნოთ, რაც მიიტაცეს.

რევოლუციას, ანარქიას და ამბოხს უნიათო და მოღალატე მთავრობა თავად უწყობს საკუთარ თავს ეს ყველამ იცოდეთ. მტერს დავხვდეთ მტრულად.

იმისთვის თუ გამოხვალთ, რომ მეტროს ჩაასწროთ არაფერი გამოვა მეგობრებო, მაშინ სულ ნუ გამოდიხარ. დღეს თუ არ გამოხვალ, მერე სხვას ნუღარავის ნურაფერს დააბრალებ, არ გაქვს უფლება.

არ შეშინდე გაბრაზდი, ნუ ეძებ დამნაშავეს, ეძებე გამოსავალი.

ისე ზოდელავა, რომ ბოლომდე დარჩა და მარტო იდგა ბოლოს პარლამენტის წინ, ხალხი კი სახლში იყო წასული, ცოტა ტეხავს მაგ დროს ხელი ზოდელავასკენ გაიშვირო და ბრალი დასდო რამეში.

დღეს გამოდით ასობით ათასნი და მშვიდობა აღარ მიხსენოთ, ამათთან. მე პირადად საერთოდ აღარ მაქვს იმედი, რომ ამათ მოვიშორებთ, ვინაიდან ერთმანეთს ვჭიჭკნით ნაცლად იმისა, რომ ეს ბრაზი მთლიანად იქით მივმართოთ საითაც მისამართია. უიმედობის ფონზეც ყოველდღე გამოვიდოდი საომრად მანდ რომ ვიყო. დამაჯერეთ, რომ ვცდები.

ერთადერთი რაშიც ვაკრიტიკებ ე.წ. ორგანიზატორებს ისაა, რომ აღჭურვილობა, აბჯრები, მაღალი ხარისხის აირწინაღები და ისეთი საშუალებები არ დაურიგეს აქციის მონაწილეებს, რაც იმათ ფარებს და აბჯრებს გატეხდა. ეგრე სადაა ჩვენ შიშველი ხელებით ვიყოთ და ისინი მომზადებულნი ყველანაირად.

უდიდესი მადლობა ჟურნალისტებს - ყველანი მეამაყებით.

სოლიდარობა ყველას ვინც გუშინ დაიჭირეს.

P.S. ჰო, კიდე ვინც იბრძოდა იმათ, რომ პროვოკატორს ეძახით ვიღაც-ვიღაცები ცოტაში საცოდაობაა. ჩამოდით მაგ მორალური პედესტალიდან და პრაქტიკულად შეხედეთ ვითარებას.

ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არაფერი გამოვა, ფიზიკური ბრძოლაა საჭიროა”, - წერს კიკნაძე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო