არსებული ინფორმაციით, თბილისში, მოქალაქემ პოლიციელი ყელის არეში დაჭრა

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, მოქალაქემ პატრულის თანამშრომელი დაჭრა. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, პოლიციელს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

მათივე განცხადებით, მოხდა ჭრილობის დამუშავება და გაკერვა.

პოლიციელს კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

„ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები