ირაკლი ნადირაძის ადვოკატი - ჩვენი ვარაუდი გამართლდა, რომ არანაირი განსაკუთრებული სისხლის სამართლის საქმე ამ შემთხვევაში არ გვაქვს, მორიგ ჯერზე ხელისუფლების მცდელობაა აქციის დისკრედიტაციის, მუხტის ჩახშობის

ადვოკატის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. როგორც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, საქმეში მოწმე პოლიციელების ჩვენებები და თავად დაკავებულების საჯარო განცხადებებია „მთავარ მტკიცებულებად“.

„ის პოლიტიკური განცხადებები, რაც კეთდებოდა, ახლა ასახულია ორგვერდიან ბრალის დადგენილებაში, სადაც მტკიცებულებებად მხოლოდ მოწმის ჩვენებებია მოყვანილი. ჩვენი ვარაუდი გამართლდა, რომ არანაირი განსაკუთრებული სისხლის სამართლის საქმე ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს, მორიგ ჯერზე ხელისუფლების პოლიტიკური მცდელობა გვაქვს აქციის დისკრედიტაციის, მუხტის ჩახშობის.

მოწმეთა ვინაობა არ ვიცი, სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, სავარაუდოდ, სამართალდამცავები არიან. მასალებს ჯერ არ გავცნობივართ, მისი გადმოცემის შემდეგ გვეცოდინება, რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი. ბრალის დადგენილებას გავეცანით, გავაკეთეთ შენიშვნა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. თავად დაკავებული 5 ადამიანის საჯარო განცხადებებია თითქოს, მთავარი მტკიცებულებები ამ საქმეში“, - განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე 5 პირს, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძეს და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.

მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის