„საქართველოს ბანკის“ მობილბანკში East Point-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია

„საქართველოს ბანკი“ სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით მობილბანკის ფუნქციონალები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და ამჯერად, მათ East Point-ის ციფრული სასაჩუქრე ბარათი დაემატა.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მობილბანკით, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათის პერსონალიზება და დიზაინის შერჩევა, მისალოც წერილთან ერთად.

East Point-ის ციფრული ვაუჩერით, ადრესატს შესაძლებლობა აქვს, არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ, სავაჭრო ცენტრის პარტნიორ ყველა ობიექტში შეიძინოს სასურველი ნივთები.

ინფორმაციისთვის, ციფრული სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანთან, იმისდა მიუხედავად, სარგებლობს თუ არა იგი საქართველოს ბანკის მობილბანკით. შეძენილი სასაჩუქრე ბარათი კი ციფრულ საფულეში, ე.წ. Wallet-ში ემატება და გადახდაც მობილურის მეშვეობითაა შესაძლებელი.

გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს