ირაკლი ქადაგიშვილი - აქციის ორგანიზატორებს ფილტვი ჰქონდათ თავში ტვინის ნაცვლად - რა თქმა უნდა, მიემატებიან ახალი პირები, ვინც პასუხისგებაში მიეცემიან

აქციის ორგანიზატორებს ფილტვი ჰქონდათ თავში ტვინის ნაცვლად - რა თქმა უნდა, მიემატებიან ახალი პირები, ვინც პასუხისგებაში მიეცემიან, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედება არანაირ საშუალო დონის პოლიტიკური ლოგიკის ჩარჩოებში არ ჯდება და ნათელი იყო, რომ 4 ოქტომბრის აქციას, ერთადერთი, რაც შეიძლება, გაგრძელება ჰქონოდა, იყო პროვოკაცია.

„პრობლემა არის მათში და მათ პატრონებში. საერთოდ, ოპოზიციის ქმედება არ ჯდება არანაირ საშუალო დონის პოლიტიკური ლოგიკის ჩარჩოებში. აბსოლუტური ალოგიკურობაა. უფრო მძიმე სიტყვითაც შეიძლება ამის დახასიათება. აქედან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ მათ ამ აქციას, ერთადერთი, რაც შეიძლება, გაგრძელება ჰქონოდა, იყო პროვოკაცია. ამ აქციას სხვა არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა და წავიდნენ პროვოკაციაზე სახელმწიფო აფრთხილებდა კიდეც, ნუ წახვალთ რაიმე ისეთ ქმედებაზე, რაზეც კანონი გაგცემთ შესაბამის პასუხს და რა თქმა უნდა, იქნება კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაზარალებული ამ თქვენი პროვოკაციებით. მიემატებიან, რა თქმა უნდა, კიდევ ახალი პირები, ვინც პასუხისგებაში მიეცემიან.

61 მანდატი მიიღეს პარლამენტში, ალღო არ ჰქონდათ?! თავში ფილტვი ჰქონდათ თუ ტვინი რომ ვერ მიხვდნენ, პარლამენტში უნდა შემოსულიყვნენ და დემოკრატიული პროცესის ნაწილი ყოფილიყვნენ?! ახლაც ფილტვი ჰქონდათ თავში [ორგანიზატორებს]. როცა ფილტვი გაქვს თავში ტვინის მაგივრად, ყველაფერს ადვილად იჯერებ და მიყვები,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის