სალომე სამადაშვილი - აშშ-ში საქართველოს ახალარჩეული ელჩის პირველი შეხვედრა დიპლომატიური დემარშით მისი დაბარება იყო

აშშ-ში საქართველოს ახალარჩეული ელჩის პირველი შეხვედრა დიპლომატიური დემარშით მისი დაბარება იყო იმის გამო, რომ საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლება ანტიამერიკულ რიტორიკას და პოლიტიკას აგრძელებს - შეუძლებელია, ოდნავ მაინც რაიმე დონის პროფესიონალიზმის მქონე სუს-ს არ სცოდნოდა, რა არის ეს ფინანსური გადარიცხვები, - ამის შესახებ დღეს “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების“ რეჟიმი საზოგადოებას და განსაკუთრებით საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის რესურსი ან სურვილი აქვთ.

„რეალურად ივანიშვილის ამოცანაა აშშ-სთან ურთიერთობები კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეიყვანოს. ამიტომ ეს რეჟიმი არც ერთ შანსს არ უშვებს ხელიდან იმისთვის, რომ ანტიამერიკული პროპაგანდა აწარმოოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო ღრმა შეშფოთება.

ტალიაშვილის დაბარება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს “ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა „სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ“.

სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ 2025 წლის პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი ქვეყნის საელჩოს „ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში“ და “დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს