რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი

სახლის წყლის დისპენსერი ის უნიკალური აქსესუარია, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნევლად, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის ქართული ოჯახების ყოველდღიური ცხოვრების წესს. ეს ფაქტი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგებმა გამოავლინა. 2025 წლის დასაწყისში, მიუკერძოებელი მკვლევრების გუნდი ნამი 8-ს სახლის წყლის ბარის მფლობელებს გაესაუბრა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სქესის, ასაკისა და ოჯახური მდგომარეობის მქონე მოქალაქეებმა. დეტალური გასაუბრებისთვის შერჩეული საკითხები შეეხებოდა როგორც წყლის დისპენსერის ხარისხს, ისე მის გავლენას ყოველდღიურ ცხოვრების წესსა თუ ხარისხზე. აღნიშნული კვლევის შედეგად, საკმაოდ საინტერესო ფაქტები გამოიკვეთა. როგორც აღმოჩნდა, ნამი 8-ს წყლის დისპენსერები მნიშვნელოვნად ცვლიან როგორც წყლისა და ჰიდრატაციის მიმართ დამოკიდებულებას, ისე ყოველდღიური რუტინების მიმდინარეობასაც.

რატომ გადაიქცა წყლის დისპენსერი სახლისთვის აუცილებელ აქსესუარად

ცხელი და ცივი წყალი ლოდინის გარეშე - ცხელი სასმელების მოყვარულებისა და დაკავებული დილის მქონე ადამიანებისთვის ყველაზე გამორჩეულ ასპექტად სწორედ აღნიშნული უპირატესობა გამოიკვეთა. მომხმარებლები ხშირად უსვამდნენ ხაზს იმას, თუ რამდენად კომფორტულია ყავის ან ჩაის მოსამზადებელი, იდეალური ტემპერატურის მქონე წყლის ჩამოსხმა ღილაკზე ერთი თითის შეხებით, ნებისმიერ დროს. ყოველთვის ხელმისაწვდომი, ულიმიტო ცხელი წყლის წყარო დილის რუტინებს ბევრად უფრო მარტივად დასაგეგმს ხდის და გემრიელი სასმლის მომზადებაც უფრო სწრაფი და კომფორტული პროცესია. ცივი ყავის მოსამზადებლად ან უბრალოდ გასაგრილებლად, ცივი წყლის ჩამოსხმაც ლოდინის გარეშეა შესაძლებელი. წყლის დისპენსერის მფლობელები ძალიან კმაყოფილები არიან იმ ფაქტით, რომ აღარ უწევთ ჩაიდნის ადუღებისა და მაცივარში ბოთლის გაციების ლოდინი.

  • საოჯახო წყლის დისპენსერი ამარტივებს დილის რუტინას
  • ყავას და ჩაის ღილაკზე ერთი შეხებით, ლოდინის გარეშე ამზადებთ
  • გემრიელი და ცივი წყალი ყოველთვის ხელმისაწვდომია გასაგრილებლად და გზად გასაყოლებლად.

სიჯანსაღე და ჰიდრატაცია ზედმეტი მონდომების გარეშე

როდესაც წყალი გემრიელია და თანაც ყოველთვის ხელმისაწვდომი, ბუნებრივად უფრო მეტს ვსვამთ. გამოკითხული მომხმარებლებიდან არაერთმა აღნიშნა, რომ ვერც კი აცნობიერებდნენ, თუ რამდენად მცირე რაოდენობის წყალს სვამდნენ იქამდე, სანამ აღნიშნულ ასპექტს წყლის დისპენსერი გაამარტივებდა. ახლა მათთვის გაფილტრული, ჯანსაღი წყლის სმა ყოველდღიური რუტინის განუყოფელ და ბუნებრივ ნაწილად იქცა;

სიმშვიდე მთელი ოჯახისთვის

გამოკითხული მშობლების უმეტესობამ აღნიშნა, რომ წყლის დისპენსერის დამსახურებით თავს ბევრად უფრო მშვიდად გრძნობენ. ნამი8-ს ინოვაციური ფილტრაციის სისტემის წყალობით, მათ ზუსტად იციან რა ნივთიერებებს შეიცავს ის ჯანსაღი წყალი, რომელსაც ბავშვები იღებენ. თანაც, წყლის ბარის დიზაინი იმდენად ინტუიციურია, რომ პატარები ხშირად საკუთარი ხელით ასხამენ წყალს ჭიქასა თუ ბოთლში, სხვების დახმარების გარეშე.

გემო და შეგრძნება

კვლევაში მონაწილეების 87%-მა განაცხადა, რომ მათ ძალიან უყვართ წყლის დისპენსერის მიერ ჩამოსხმული წყლის გემო, რომელიც შესამჩნევად განსხვავდება წყლის სხვა წყაროების გემოსგან. გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, წყლის დისპენსერი ბევრად უფრო გემრიელ წყალს ასხამს, რომელსაც აღარ აქვს არც მეტალისებრი და არც ის სპეციფიკური გემო, რომელიც პლასტიკურ ბოთლებში მოთავსებულ წყალს ახასიათებს.

რაც მთავარია, წყლის ფილტრები და დისპენსერის სტაბილურად მუშაობის ასპექტი საშუალოდ 9.54/10 ქულით შეფასდა. შესაბამისად, დილით ჩამოსხმული პირველი ჭიქა და საღამოს ავსებული თერმოსი ერთნაირად სუფთა, გემრიელი და ჯანსაღი წყლით არის სავსე.

გემრიელი ყავის მომზადება გემრიელი წყლით იწყება და გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნულ ფაქტსაც გაუსვა ხაზი. მათი თქმით, ნამი8-ს წყლის დისპენსერი ნებისმიერ დროს ასხამს ისეთ ცხელ წყალს, რომლითაც გემრიელი ყავის მომზადებაა შესაძლებელი.

წყლის ბარი სახლისთვის - იდეალური ინვესტიცია

გამოკითხულების უდიდესმა ნაწილმა აღნიშნა, რომ წყლის დისპენსერი მათი სახლის ინტერიერს იდეალურად მოერგო და მის ბუნებრივ ნაწილადაც იქცა. გამოკითხვის მიხედვით, წყლის დისპენსერი სამზარეულოსთვის დიზაინის მომხიბვლელ ელემენტს უფრო ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ წვრილ ტექნიკას.

ნამი8-ს წყლის დისპენსერის მფლობელების უმეტესობის თქმით, მათ წყლის ბოთლების ყიდვის საჭიროება მთლიანად გაუქრათ. კვლევის მიერ გამოვლენილი სტატისტიკის მიხედვით, ნამი8-ს წყლის დისპენსერის გამოყენება ყოველდღიურად ხდება, რაც მას მართლაც ჭკვიანურ ინვესტიციად აქცევს.

ფილტრების შეცვლისა და დისპენსერის მოვლის ასპექტმა გამოკითხვის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეფასება დაიმსახურა. მომხმარებლების თქმით, აღნიშნული პროცესი საკმაოდ მარტივი და სწრაფია. რაც მთავარია, მსგავსი სერვისი მთლიანად ნამი8-ს გუნდის მიერ შეიძლება შესრულდეს, რაც კომფორტის დონეს კიდევ უფრო ამაღლებს. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ გემრიელი ყავით, ვარჯიშის შემდგომ მიირთვათ გემრიელი, ცივი წყალი და საერთოდ არ იღელვოთ დისპენსერის მოვლისა და ფილტრების განახლების საკითხზე.

ნამი8-ს წყლის დისპენსერის მფლობელების ვრცელი და დეტალური გამოკითხვის შედეგად ასეთი საშუალო სტატისტიკური შეფასებები დაფიქსირდა თითოეულ ასპექტთან მიმართებაში:

  • დისპენსერის მოხმარების სიმარტივე (ბავშვების ჩათვლით): 9.8/10
  • ინსტალაციის პროცესი: 9.62/10
  • ცივი წყლის ტემპერატურა: 9.54/10
  • ნამი8-ს პერსონალის პროფესიონალიზმი და ზრდილობიანობა: 9.89/10
  • წყლის გაფილტვრის და სუნის ხარისხი: 10/10
  • წყლის გემო: 9.36/10
  • კომფორტის საერთო დონე გამოყენებისას : 9.15/10
  • სახლის ინტერიერთან შერწყმა: 9.64/10
  • წყლის ფილტრების შეცვლის სერვისი : 9.7/10

კვლევის მიმდინარეობისას საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა როგორც ნამი8-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მუშაობის დონე, ასევე ტექნიკოსების გუნდის რეაგირებისა და მუშაობის ხარისხიც. მომხმარებლებმა იციან, რომ საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი ნამი8-ს გუნდთან დაკავშირება და ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა. თუმცა, ნამი8 აქტიურად აგრძელებს ახალი სისტემებისა და პრაქტიკების დანერგვას, რათა არსებულ და პოტენციურ კლიენტებს მაქსიმალურად კომფორტული გამოცდილება შესთავაზონ.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო