BTU რეგიონში პირველი კვანტური კომპიუტერის შექმნას იტალიურ მხარესთან ერთად განიხილავს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ბოლონიის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობა, მათ შორის რეგიონში პირველი კვანტური კომპიუტერის შექმნა, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის, ეკონომიკის, საინფორმაციო მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარება, ასევე კვანტური ტექნოლოგიების სფეროში ერთობლივი კვლევითი ლაბორატორიის შექმნის შესაძლებლობები.

ვიზიტი განხორციელდა იტალიის საელჩოს საქართველოში, ემილია-რომანიას რეგიონის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, მასიმილიანო დ’ანტუონოსა და განათლების ცენტრ „მინერვას“ მხარდაჭერით. დელეგაციას, რომელსაც ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯოვანი მოლარი ხელმძღვანელობდა, BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი შეხვედრები, პანელური დისკუსიები BTU-ს სტუდენტებთან, პროფესორებთან და მკვლევარებთან, აგრეთვე კამპუსის ტური, სადაც სტუმრებმა გაეცნეს უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და ლაბორატორიებს.

ბოლონიის უნივერსიტეტი (Università di Bologna), რომელიც 1088 წელს დაარსდა, მსოფლიოში უძველეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება. უნივერსიტეტში დაახლოებით 100,000 სტუდენტი სწავლობს, ხოლო მისი კამპუსები განთავსებულია ბოლონიაში, ჩეზენაში, ფორლიში, რავენასა და რიმინიში.

ემილია-რომანია, ბოლონიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, აღიარებულია საერთაშორისო მონაცემთა ველად (Data Valley), რეგიონად, რომელიც აერთიანებს მსოფლიო დონის სუპერკომპიუტერებს, უახლესი თაობის მონაცემთა ცენტრებთან და ძლიერი, მრავალფეროვანი დიდი მონაცემების (Big Data) ეკოსისტემის მქონე კომპანიებს.

BTU-მ და ბოლონიის უნივერსიტეტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოთქვეს სურვილი, გააგრძელონ პარტნიორობის გაღრმავება ინოვაციური კვლევებისა და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს