ბერდია სიჭინავა - თუ კალაძე და სხვა მერები „20%-იანები“ არიან, შენ რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში? რატომ დატოვე სახლში? - ვინ ხარ შენ, სულელი თუ „ოცნებასთან“ გარიგებული?

აი, თუ კალაძე და სხვა მერები „20%-იანები“ არიან, შენ რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში? რატომ დატოვე სახლში? რატომ წაართვი არჩევნებში გამარჯვების რწმენა? ვინ ხარ შენ, სულელი თუ „ოცნებასთან” გარიგებული? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, ყველაფერი გადაფასდება.

„2 დღეა ვაკვირდები ბოიკოტისტების და ვერშემდგარი რევოლუციონერების მოლაპარაკე ფუყე თავთავებს:

„კალაძე 20%-იანი მერია”, „კალაძეს 20%-იანი ლეგიტიმაცია” აქვს და ამ ამბავში ყველაზე თავხედობა ისაა, რომ ამ ფაქტს თავიანთი მავნე ბოიკოტისტური პოზიციის არგუმენტად იყენებენ.

აი, თუ კალაძე და სხვა მერები “20%-იანები” არიან, შენ რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში? რატომ დატოვე სახლში? რატომ წაართვი არჩევნებში გამარჯვების რწმენა? ვინ ხარ შენ, სულელი თუ “ოცნებასთან” გარიგებული?

რატომ აჩუქე “ოცნებას” ყველაფერი ადგილობრივ დონეზე? რატომ დატოვე ხალხი სრულიად მარტო “ოცნების” ადგილობრივი ფეოდალების და კორუფციონერი ჩინოვნიკების პირისპირ?

ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ, აუცილებლად გადაფასდება ეს ყველაფერი“, - წერს ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია