ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ წარმატებით გამოიყენა „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები და დადგება დრო, როცა ის რეგულარულად გამოიყენებს საკუთარ ბალისტიკურ რაკეტებს

უკრაინამ წარმატებით გამოიყენა „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები და დადგება დრო, როდესაც ის რეგულარულად გამოიყენებს საკუთარ ბალისტიკურ რაკეტებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამინდელი მიზანია მაქსიმალურად გაიზარდოს „შაჰედის“ ტიპის დრონების ჩამოსაგდებად განკუთვნილი დრონების წარმოება.

„ამ აღჭურვილობის დეფიციტი ამჟამად არსებობს, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. იგივე ეხება უკრაინულ ბალისტიკურ რაკეტებს. არაერთხელ წარმატებით გამოვიყენეთ „ნეპტუნები“, ჩვენი ფრთოსანი რაკეტები. დადგება დრო, როდესაც ჩვენ შევძლებთ რეგულარულად გამოვიყენოთ ჩვენი საკუთარი ბალისტიკური რაკეტები. საკუთარი ეფექტური ბალისტიკა უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს