ანა ბუჩუკური - მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს შეატოვეს - ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ ამ პოლიტიკოსების აზრი გახდა მეინსტრიმი და ჩვენ მოქალაქეების საპირისპიროში დარწმუნება ვერ შევძელით

მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს შეატოვეს - ჩემი პერსონალური და ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ აი, ამ პოლიტიკოსების აზრი გახდა მეინსტრიმი და ჩვენ მოქალაქეების საპირისპიროში დარწმუნება ვერ შევძელით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “გახარია საქართველოს“ წევრი ანა ბუჩუკური წერს.

“ნაცმოს” ლიდერებს დღეს ეკითხებიან, რუსთაველზე ადამიანები რატომ მიატოვეთ, სად იყავითო. პასუხებში ძირითადად ჭარბობს “მე მეგონა...” ასე შეატოვეს მშვიდობიანი მომიტინგეები რეჟიმს.

ჩემი პერსონალური და ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მარცხი ის არის, რომ აი, ამ პოლიტიკოსების აზრი გახდა მეინსტრიმი და ჩვენ მოქალაქეების საპირისპიროში დარწმუნება ვერ შევძელით.

ან ახლა შევძლებთ შეცდომების, დანაშაულის აღიარებას, გაანალიზებას ცივი გონებით - ან კიდევ დიდი ხანი უნდა ვუყუროთ რეჟიმს, რომელმაც 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს მორიგი სპეცოპერაცია მოუწყო“, - წერს ანა ბუჩუკური.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება