პროკრედიტის მორიგი რეგიონული ბიზნეს შეხვედრა თელავში გაიმართება

პროკრედიტ ბანკი რეგიონული ბიზნეს შეხვედრების სერიას აგრძელებს და მორიგ ღონისძიებას 8 ოქტომბერს თელავი უმასპინძლებს.

ბიზნეს სერიის ფარგლებში, შეხვედრები უკვე ჩატარდა ბათუმში და ზუგდიდში, სადაც რეგიონზე მორგებული თემების ირგვლივ ადგილობრივი მცირე მეწარმეები, დარგის ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.

თელავის შეხვედრა სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:

  • მეღვინეობა – თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ვენახების მოვლისა და მოყვანის პრაქტიკები
  • ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება მდგრადი სოფლის მეურნეობით
  • კახეთის, როგორც ტურისტული რეგიონის განვითარების შესაძლებლობები

რეგიონული ბიზნეს შეხვედრების მიზანია ადგილობრივ მეწარმეებთან ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის გაძლიერებას, ახალი იდეებისა და საჭიროებების განხილვას და რეგიონული ეკონომიკის განვითარებას.

ლოკაცია: სასტუმრო „ესკიზი“ 8 ოქტომბერი, დასაწყისი: 17:00 ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროკრედიტი საქართველოში 25 წელზე მეტია ოპერირებს და ბანკის ძირითადი მიმართულება მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობაა, დაფინანსების სპეციალური პროგრამების შეთავაზებითა და პროფესიონალური ბიზნეს კონსულტაციის გაწევით.

რეგიონების ეკონომიკური გაძლიერება პროკრედიტ ბანკის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, სწორედ ამიტომ, თელავში გაიხსნა ახალი ფილიალი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ ბიზნესებთან და მეწარმეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ახალი ფილიალი კახეთის რეგიონში მოქმედ ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება