გიორგი ქადაგიძე - ყველა კითხვა შეეხებოდა ჩემს „ფეისბუქ პოსტებს” - ნამდვილად მაქვს გადარიცხული რამდენიმე ათასი ლარი ნაწამები, ნაცემი ადამიანების დახმარებისთვის, ვწუხვარ, რომ მეტის საშუალება არ მქონდა

ყველა კითხვა ეხებოდა იმ განცხადებებს, რომელსაც სოციალური ქსელის საშუალებით ვაკეთებ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ქადაგიძის თქმით, კითხვები ასევე შეეხებოდა საპროტესტო აქციების დაფინანსებას.

მისი თქმით, მან ნამდვილად გარიცხა რამდენიმე ათასი ლარი დახმარების ფონდებში.

„დახურული დაკითხვა იყო, ამიტომ კანონმდებლობა კრძალავს გამოკითხვის დეტალებზე საუბარს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველა კითხვა შეეხებოდა ჩემს „ფეისბუქ“ პოსტებს. ჩემი ყველა „ფეისბუქ“ პოსტი საჯაროა. ყველა კითხვა ეხებოდა იმ განცხადებებს, რომელსაც სოციალური ქსელის საშუალებით ვაკეთებ.

დაფინანსებასთან დაკავშირებითაც იყო კითხვები. დახმარების ფონდებში ნამდვილად მაქვს გადარიცხული რამდენიმე ათასი ლარი ნაწამები, ნაცემი ადამიანების დახმარებისთვის. შარშანდელზეა საუბარი, ამიტომ ზუსტად არ მახსოვს ზუსტად რამდენი ათასი ლარი მაქვს ჩარიცხული. ვწუხვარ იმის გამო, რომ უფრო მეტის საშუალება არ მქონდა“, - განაცხადა ქადაგიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება