ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევებზე დამყარებული პროცესია და რასაც ამჟამად ვხედავთ, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გზას საფრთხეს უქმნის

ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევებზე დამყარებული პროცესია და რასაც ამჟამად ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გზას საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ანიტა ჰიპერის თქმით, „დემოკრატიული უკუსვლის“ გამო ევროკავშირმა საქართველოში პოლიტიკური კონტაქტები მინიმუმამდე დაიყვანა.

„საქართველოში მასშტაბური დემოკრატიული უკუსვლის გამო პოლიტიკური კონტაქტები მინიმუმამდე შევამცირეთ. შესაბამისად, ჩვენი სრული მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისკენ არის მიმართული. რაც შეეხება გაწევრიანების პროცესს, ევროკავშირის ლიდერებმა სრულიად ნათლად განაცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევებზე დამყარებული პროცესია და რასაც ამჟამად ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გზას საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება