პროკურორი - გვაინტერესებდა, რა მიზნით რიცხავდა გიორგი ქადაგიძე თანხებს - ასევე, ის საუბრობდა დაორგანიზებაზე, „ზღვა ხალხის“ გამოსვლაზე და ხელისუფლების დამხობაზე, საკუთარ განცხადებებს ვერ უარყოფდა, თუმცა სცადა შელამაზება

ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორის ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე „ადამიანის უფლებათა სახლში“ თანხებს რიცხავდა და ხელისუფლების დამხობაზე საუბრობდა, შესაბამისად, გამოძიება მის მოტივაციას სწავლობს.

კოტრიკაძის ინფორმაციით, ქადაგიძემ „ადამიანის უფლებათა სახლში“ თავდაპირველად 3 000 ლარი, შემდგომ კი 7 000 ლარი ჩარიცხა.

„გადარიცხვები ნამდვილად აქვს. გადარიცხვებია "ადამიანის უფლებათა სახლისთვის", თუმცა კერძო გადარიცხვა აქვს. ისიც ცნობილი იყო, რომ ეს ორგანიზაცია ჯარიმებს იხდიდა. მან აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო, ადამიანებს დახმარებოდა, ხოლო ორგანიზაციას, რა მიზანი ჰქონდა, ეს მისთვის უცნობია. პირველი ეს მიზეზი იყო, რისთვისაც დავიბარეთ და კითხვები დავუსვით. ჩვენ ძირითადად მისი მოტივაცია გვაინტერესებდა - რა მიზნით რიცხავდა ამ თანხებს.

"ადამიანის უფლებათა სახლში" ჩარიცხული ჰქონდა ჯერ 3000 ლარი და შემდგომ 7000 ლარი. დღევანდელ დაკითხვაზე განაცხადა, რომ რაღაც ორგანიზაციებში კიდევ მაქვს გადარიცხულიო, მაგრამ რომ ვკითხეთ, ვერ დააკონკრეტა“,- განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, გამოძიების მეორე, ძირითადი მიმართულება უკავშირდება 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებულ საპროტესტო აქციებს, რასთან დაკავშირებითაც ქადაგიძე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, როგორც პირდაპირ ეთერებში, ისე სოციალურ ქსელებში.

„მეორე და ძირითადი საკითხი რაც იყო, ეხება აქციებს - 2024 წლის 28 ნოემბრიდან. აქციების დროს გიორგი განსაკუთრებულად აქტიური იყო. ეს აქტიურობა გამოირჩეოდა პირდაპირ ეთერებში ჩართვებში. ასევე, მის „ფეისბუქ პოსტებში". კითხვები ეხებოდა იმ პოსტებს, სადაც ის საუბრობდა ხელისუფლების დამხობასა და სისტემის ჩამოშლაზე. ბუნებრივია, ამაზე დავინტერესდით. ცხადია, საკუთარ განცხადებებს ვერ უარყოფდა, ისედაც არქივშიც არის ასახული, თუმცა სცადა ამ განცხადებების შელამაზება, მაგრამ ეს გამოძიების მიერ რამდენად გასაზიარებელია, ცალკე საკითხია. მის საჯარო გამოსვლებს შეფასებები მიეცემა, ასევე, მის დღევანდელ ჩვენებასაც.

პირდაპირ ეთერებში ქადაგიძე საუბრობდა დაორგანიზებაზე, „ზღვა ხალხის“ გამოსვლაზე და ხელისუფლების დამხობაზე. ასევე, საუბრობდა გაფიცვაზე, სისტემის ჩამოშლაზე და შეცვლაზე“, - განაცხადა პროკურორმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო