ვახუშტი მენაბდე -  4 ოქტომბერი იყო ავანტიურა და კიდევ მეტიც - ხვალ უფრო გართულდება ხალხის ქუჩაში გამოყვანა, თუმცა შეგვიძლია გაკვეთილები მივიღოთ, ვიფიქროთ, როგორ გაგრძელდეს წინააღმდეგობა, რომ რეჟიმის მარცხით დასრულდეს

მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ავანტიურა და კიდევ უფრო მეტიც - მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ჰორიზონტალური სტრუქტურის დარღვევა, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მენაბდის შეფასებით, ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა სიტუაციის გაკონტროლება გადაწყვიტა.

“მე 4 ოქტომბრის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, არ მქონდა განცდა, რომ რაიმე რეალისტური გეგმა ჰქონდა მის ორგანიზატორებს, მეტიც - მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ავანტიურა და კიდევ უფრო მეტიც - მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ჰორიზონტალური სტრუქტურის დარღვევა. ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოინდომა, რომ “ახლა მე აქ სიტუაციას გავაკონტროლებ და როგორც მე გეტყვით, ისე იზამთ ყველა”. აქამდე არავის არ უცდია, რომ სხვებზე უფრო მნიშვნელოვანი წარმოჩენილიყო და პროცესი წაეყვანა”, - განაცხადა მენაბდემ.

ტელეწამყვანი მეტი კონკრეტიკისთვის ჩაეკითხა, გულისხმობდა თუ არა ის, რომ ეს იყო აქციის საორგანიზაციო ჯგუფისა და პლუს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ავანტიურა, რათა პროცესების მართვა საკუთარ ხელში აეღოთ, რაზეც მენაბდემ დადებითი პასუხი გასცა.

“კი, ეს კარგი ფორმულირებაა იმიტომ, რომ აქამდე ეს არც არავის არ გაუკეთებია რუსთაველის გამზირზე. რუსთაველის გამზირზე იყო ხალხმრავალი აქციები, იყო აქციები, სადაც ბევრი ადამიანი მოვიდოდა, იყო აქციები, რომელსაც არ ჰყოლია ერთი ორგანიზატორი. ამდენი ხნის განმავლობაში იქ ერთმანეთისთვის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური ძალები ახერხებდნენ იმას, რომ რაღაც სცენარზე შეთანხმებულიყვნენ. უცებ ერთმა ჯგუფმა თქვა, რომ 4-ში ეტყოდა, რა იქნებოდა და უნდა გაჰყოლოდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს იყო გეგმა, რომელსაც გეგმას ვერ დავარქმევთ.

მე იქ ვიყავი და ვხედავდი საზოგადოების განწყობებს. როდესაც გეგმა გამოცხადდა, ხალხმა დაიწყო დაშლა”, - განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს გამართულმა აქციამ უარყოფითი გავლენა იქონია პროცესებზე.

“მე მგონია, რომ ამ 4-ის შეკრებას ჰქონდა უარყოფითი გავლენა პროცესებზე. პირველ რიგში, ეს არის უნდობლობის გაზრდა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ხვალ უფრო გართულდება ხალხის ქუჩაში გამოყვანა, ვიდრე ეს 4-მდე იყო შესაძლებელი, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია რაღაც გაკვეთილები მივიღოთ. თუ რაღაც არ გამოდის, შენ უნდა აღიარო, რომ არ გამოდის და ტაქტიკა უნდა შეცვალო. ჩვენ 4-ის კრიტიკაზე ვერ დავრჩებით იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. წინ რომ წავიდეთ, ჩვენ გვჭირდება ვიფიქროთ, როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა ისე, რომ საბოლოოდ ეს რეჟიმის მარცხით დასრულდეს”, - აღნიშნა მენაბდემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო