პრემიერი - გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს - დღესაც ტარდება სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და პროცესი გაგრძელდება

ჩვენ 4 ოქტომბრამდე შევახსენეთ ყველას, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღესაც ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე "დამნაშავე დღეს იქნება დაკავებული" და ეს პროცესი გაგრძელდება.

პრემიერის თქმით, ძალიან ბევრი პირი ამოცნობილია, ვინც პრეზიდენტის რეზიდენციაზე ძალადობდა - "ზოგი ბინებში იმალება, ზოგი რეგიონებში გაიქცა". ამასთან, კობახიძის თქმით, გაცხადებული ორგანიზატორები დაკავებულები არიან, ახლა საუბარია იმათზე, ვინც უშუალოდ "შტურმი მიიტანა" პრეზიდენტის რეზიდენციაზე, რომლებიც ახალგაზრდულ-ექსტრემისტული გაწვრთნილი დაჯგუფების წარმომადგენლები არიან.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მეხუთე მცდელობა, რაც იყო გარედან მხარდაჭერილი. მათ შორის ვიხილეთ საჯარო განცხადებები, რომელიც კეთდებოდა წინასწარ გაცხადებული დამხობის აქციის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო იდგა მოწოდების სიმაღლეზე და აღიკვეთა ეს მეხუთე მცდელობაც. ჩვენ ვერ დაველოდებით მეექვსე, მეშვიდე და მერვე მცდელობებს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვერავინ ვეღარ გაბედოს ვერანაირი მეექვსე მცდელობა. ამისათვის გაკეთდება ყველაფერი, იქნება შესაბამისი ზომები მიღებული. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვინც იყო ჩართული ძალადობაში, ვინც მიიტანა შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. ასევე ჩვენ 4 ოქტომბრამდე შევახსენეთ ყველას, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს. დღესაც ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და ეს პროცესი გაგრძელდება. ძალიან ბევრი პირი ამოცნობილია, ვინც ძალადობდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მათ შორის, ზოგი ბინებში იმალება, ზოგი რეგიონებში გაიქცა. გაცხადებული ორგანიზატორი ვინც იყო, ყველა დაკავებულია, ახლა საუბარია იმათზე, ვინც უშუალოდ შტურმი მიიტანა პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ესენი არიან ახალგაზრდულ-ექსტრემისტული გაწვრთნილი დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ კონკრეტული დავალება, მიეტანათ შტურმი სახელმწიფოზე, თუმცა ეს შტურმი გამოდგა წარუმატებელი", - განაცხადა პრემიერმა “რუსთავი2“-თან.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო