ვიქტორ ორბანი - ზელენსკი კვლავ იყენებს ჩვეულ მორალური შანტაჟის ტაქტიკას - ბატონო პრეზიდენტო, ევროკავშირში შანტაჟის გამოყენებით არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა და ეს არც ახლა მოხდება

როგორც ჩანს, პრეზიდენტ ზელენსკის სურს გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო უნგრელებისთვის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი X-ზე წერს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „უკრაინა ევროკავშირში იქნება, ორბანთან ერთად თუ მის გარეშე“.

„ის კვლავ იყენებს თავის ჩვეულ მორალური შანტაჟის ტაქტიკას, რომ აიძულოს ქვეყნები მხარი დაუჭირონ მის ომის ძალისხმევას. ბატონო პრეზიდენტო, უნგრეთს არ აქვს იმის მორალური ვალდებულება, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. ევროკავშირში შანტაჟის გამოყენებით არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა და ეს არც ახლა მოხდება. ევროკავშირის ხელშეკრულებაში გაურკვევლობა არ არის: გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ“, - წერს ორბანი.

მისი თქმით, „უნგრელმა ხალხმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მათ რეფერენდუმით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი განაცხადეს“.

„თუ ამის შეცვლა გსურთ, მედია კამპანია, რომელსაც უნგრეთის წინააღმდეგ აწარმოებთ, მეგობრების შესაძენად საუკეთესო გზა ალბათ არ არის“,-აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს