შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსლან შამახია გათავისუფლდა, რადგან ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული იარაღისთვის, მასთან ერთად დაკავებულ პირს კი ბრალი წარედგინა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია გათავისუფლდა, რადგან მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საბრძოლო მასალა მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის იყო განკუთვნილი.

როგორც, დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, შამახიასთან ერთად დაკავებული მეორე პირის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ბათუმში მდებარე მისი საცხოვრებელი ბინიდან - დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიო გადამცემი მოწყობილობა და დაახლოებით 150 SIM ბარათი.

დარახველიძის განცხადებით, მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-მუხლის მე- 3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას.

საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში დაკავებული კიდევ 2 პირის შესახებ. ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ. და 1978 წელს დაბადებული ს.ფ..

რ.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული გათავისუფლდა.

რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან – დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები”, - განაცხადა დარახველიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება