აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტები ვერ დაამტკიცა, „შათდაუნი“ გრძელდება

აშშ-ის სენატმა კვლავ ვერ დაამტკიცა „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მიერ მთავრობის დაფინანსების და მთავრობის დახურვის დასრულების შესახებ წარდგენილი წინადადებები.

„დემოკრატების“ წინადადება 45-55 ხმით ჩავარდა, ხოლო რესპუბლიკელების კანონპროექტი - 52-42 ხმით. ორივეს მისაღებად 60 ხმა იყო საჭირო. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში ხუთი დღის წინ დაწყებული “შათდაუნი“ გრძელდება.

კენჭისყრამდე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ჩავარდნილი კენჭისყრა მასობრივ გათავისუფლებას გამოიწვევს. ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „დემოკრატებთან“ მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, „დემოკრატები“ მოითხოვენ, რომ კანონმდებლობა ჯანდაცვის საკითხებსაც მოიცავდეს, „რესპუბლიკელები“ კი დაფინანსების „სუფთა“ კანონპროექტს მოითხოვენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება