ირაკლი კირცხალია - ვერავინ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ჰქვია დამხობის გეგმაში მონაწილეობის მიღება - ზოგადად, გამიჯვნა, თანაგუნდელის მიტოვება „ნაციონალური მოძრაობის“ მორალური სახეა

ვერავინ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ჰქვია წინასწარ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარში, დამხობის გეგმაში მონაწილეობის მიღება - ზოგადად, გამიჯვნა, თანაგუნდელის მიტოვება „ნაციონალური მოძრაობის“ მორალური სახეა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ელოდებიან, რომ დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდება.

„ვერავინ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ჰქვია წინასწარ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარში, დამხობის გეგმაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ერთი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ პროცესებს გაემიჯნა, თუ არ ვცდები ეს იყო გახარიას დანაყოფი.

დანარჩენი, მათ სრულიად გააზრებულად მიიღეს მონაწილეობა გამოცხადებულ დამხობის სცენარში. ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას ძალიან მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მიეცემოდა. ნურას უკაცრავად, აქ ნურავის მიაყენებენ შეურაცხყოფას. ნუ გგონიათ, რომ საზოგადოებას 1-საათიანი ან რამდენიმე დღიანი მეხსიერება აქვს. გადახედონ, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რომელ თავშეყრას შეუერთდა თითოეული მათგანი, რომელიც დღეს გამოდის და ემიჯნება.

ზოგადად, გამიჯვნა, თანაგუნდელის მიტოვება „ნაციონალური მოძრაობის“ მორალური სახეა. ეს კიდევ ცალკე საკითხია, ამ დიდ დანაშაულს რომ თავი დავანებოთ და ადამიანურ და მორალურ ჭრილში შევხედოთ.

გაფართოვდება თუ არა დაკავებულ პირთა წრე, ვერ გეტყვით კონკრეტულ ციფრს, მაგრამ ნამდვილად ველოდები, რომ დამნაშავე პირთა წრე გაფართოვდება, იმიტომ რომ ყველანი ვხედავდით პირდაპირ ეთერში თუ რა ხდებოდა და რა ოდენობის ხალხი იყო ჩართული იმ დესტრუქციაში, რასაც ვხედავდით პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და არა მხოლოდ“,- აღნიშნა კირცხალიამ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მივიდა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე და შემდეგ წამოვიდა, კირცხალიას თქმით, ზურაბიშვილი თუ მივიდა და შემდეგ წამოვიდა აქციიდან, ეს არ ნიშნავს, რომ არ მივიდა იმ აქციაზე, რომელიც დაანონსებისთანავე იყო დამხობის თეორიით და მიზნით.

„ახლა გამიჯვნა, არ გამიჯვნა, 1 საათით ადრე წასვლა სახლში, ვიღაცას სხვანაირად ეგონა, არ აქვს მნიშვნელობა. ის ხალხი, რომელიც იქ იყო, ის ლიდერები, ვინც იქ იყვნენ, ყველა იყო იმ აქციაზე, რომლის გაცხადებული მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა“,- აღნიშნა კირცხალიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება