მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტს უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერების შესახებ კითხვაზე - ასე ძალიან როგორ გინდათ? - შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო არ შეგიწყდებათ

ასე ძალიან როგორ გინდათ [უვიზო მიმოსვლის შეჩერება]? შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო არ შეგიწყდებათ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერებასთან დაკავშირებით.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველომ უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით მიიღო.

„ასე ძალიან როგორ გინდათ [უვიზო მიმოსვლის შეჩერება]? შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო არ შეგიწყდებათ. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ ჩვენ უვიზო მიმოსვლა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო დაგარწმუნებთ, რომ თქვენ ეს საფრთხე არ გემუქრებათ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კითხვაზე, „რას აკეთებთ იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა გადაარჩინოთ?“ მინისტრმა აღნიშნა, რომ „ყველაფერს“.

„უვიზო მიმოსვლას არაფერი არ აქვს გადასარჩენი თუ კი, იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას. თუ კი, ვინმეს შეიძლება, ეჭვები ჰქონდეს, ვინ ასრულებს თუ ვინ არ ითვალისწინებს ამ ვალდებულებებს, ეს სხვა მხარეს არის.

რისი საფრთხე არსებობს და ვინ შექმნა ეს საფრთხე? ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ინსტრუმენტალიზაცია ევროკავშირთან ურთიერთობების. სხვა მიზეზი, სხვა საფუძველი არ არსებობს, რომ ამ თემაზე საქართველოსთან მიმართებით საერთოდ საუბარი იყოს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება