4 ოქტომბრის მოვლენებისას დაკავებული 5 პირის ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს და მიზეზად 2017-2023 წლებში მისი „ქართული ოცნების“ წევრობა დაასახელეს - მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა

4 ოქტომბრის აქციის მოვლენებზე დაკავებული 5 პირის ადვოკატებმა მოსამართლის, ლელა მარიდაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რადგან მათი თქმით, ის 2017-2023 წლებში „ქართული ოცნების" წევრი იყო, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ მოსამართლე პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ამას „გვერდს ვერ ავუვლით".

პასუხად, მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია დამალული და დაფარული არ ყოფილა.

„ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ სასამართლოს მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში და დავაყენოთ მოსამართლის აცილება. თქვენ დაადასტურეთ, რომ იყავით წარსულში „ოცნების" აქტიური მხარდამჭერი. არა მარტო მხარდამჭერი, არამედ წარმომადგენელი „ქართული ოცნებისა".

კანონით უზრუნველყოფილ პატივისცემას გიდასტურებთ, თუმცა ვერ ავუვლით გვერდს იმას, რომ თქვენ ამ საქმეში პოლიტიკურად ანგაჟირებული ბრძანდებით. თქვენ პირდაპირ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ბრძანდებით“, - განაცხადა თუთბერიძემ.

პაატა მანჯგალაძისა და მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, ბექა ბასილიამ მოსამართლეს მიმართა, ეს არ მიიღოს პერსონალურ თავდასხმად და საქმის აცილება სთხოვა.

„თქვენთან დაკავშირებული ეს გარემოება მნიშვნელოვანია. რაღაც სტანდარტი ხომ უნდა დავიცვათ?! არ ჩათვალოთ, რომ თავს გესხმით, მაგრამ მაგალითად, იმ წლებში როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყავით, არჩევნებში მონაწილეობდა ეს ხალხიც. ოპონენტები იყავით... გთხოვთ, აიცილოთ. ვფიქრობ, ეს პირადად თქვენთვისაც კარგი იქნება," - გამაცხადა ბასილაიამ.

ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ მოსამართლეს უთხრა, ამ საქმისთვის ასე შეეხედა - თუკი, ის ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმებოდა, გამოვიდოდა, რომ ამ ადამიანების საქმე მათმა პოლიტიკურმა ოპონენტმა განიხილა.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარეც.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და

ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის