Travel eSIM - ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის, საზღვარგარეთ კავშირზე ყოფნა სულ 4 დაწკაპუნებაში - უფასო წვდომა Google Maps, WhatsApp და Messenger-ზე

„სელფი მობაილი“, ქართულ ბაზარზე პირველად, მოგზაურობის მოყვარულებს სთავაზობს ინოვაციურ, მაქსიმალურად გამარტივებულ სერვისს - Travel eSIM. ამის შესახებ ინფორმაციას „სლეფი მობაილი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნებისმიერი ქსელის მომხმარებელს, მოგზაურობის ახალი გამოცდილებისთვის, ROAMINGPASS.GE -ზე სულ რაღაც 4 დაწკაპუნებაში შეუძლია გაიაქტიუროს Travel eSIM-ი და მიიღოს სრულიად უფასო წვდომა Google Maps, WhatsApp და Messenger აპლიკაციებზე, რაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ GB-ებს შეძენილ პაკეტზე. ხსენებული აპლიკაციების მოხმარება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც პაკეტზე ინტერნეტი ამოწურულია.

„Travel eSIM-ის გააქტიურება შესაძლებელია როგორც მოგზაურობამდე, ისე საზღვარგარეთ ყოფნისას. მოგზაურებისთვის, მათი საჭიროების მიხედვით ხელმისაწვდომია ოთხი სხვადასხვა პაკეტი და ყველა მათგანი მოიცავს უფასო წვდომას Google Maps, WhatsApp და Messenger-ზე:

  • EuropePass 2GB – ₾15
  • EuropePass 7GB – ₾40
  • ContinentalPass 2GB – ₾20
  • ContinentalPass 7GB – ₾60

არჩეული პაკეტი მომხმარებელს Travel eSIM-ის შეძენისთანავე ერთვება და 14 დღის განმავლობაში, ან ამოწურვამდე არის აქტიური. გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით, ასევე Apple Pay და Google Pay-ით, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება