ირაკლი ნადირაძე - ბატონო პროკურორებო, სახელმწიფოს კონსტიტუციურ დამხობაზე, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზე და სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზე ბრალი უნდა წარუდგინოთ ბიძინა ივანიშვილს - მე დამალვას არ ვაპირებ

ბატონო პროკურორებო, სახელმწიფოს კონსტიტუციურ დამხობაზე, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზე და სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზე ბრალი უნდა წარუდგინოთ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის პასუხისმგებლობისგან გაქცევას და დამალვას არ აპირებს.

როგორც ნადირაძე ამბობს, თუ მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება პატიმრობა, ამას მოცემულობად მიიღებს.

„ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გავქცეულვარ პასუხისმგებლობას და არც ვაპირებ. წარმოდგენილ ბრალს არც ერთ ნაწილში არ ვაღიარებ. პირველი, რასაც მედავებიან, ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუციური დამხობა. ის, ვინც ეს სახელმწიფო კონსტიტუციურად დაამხო, არის ბიძინა ივანიშვილი. მან გააყალბა არჩევნები, მიიტაცა ხელისუფლება. არავინ აღიარებს მის ლეგიტიმაციას. უფრო მეტიც, შარშან, ნოემბერში გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ. ეს იყო კონსტიტუციური დამხობა. ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილის. რაც შეეხება მეორე ბრალს, ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას. ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები თუ ვინმეს ჰყავს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის. ბატონო პროკურორები, ამ მუხლზე, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზეც ბრალი წარუდგინეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

მესამე - სტრატეგიული ობიექტების დაკავება. ეს სტრატეგიული ობიექტები ეკუთვნის ხალხს და იქ უნდა ისხდნენ ადამიანები, ვინც ხალხს ემსახურებიან. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შენობებში სხედან მიტაცებული ხელისუფლების გამო ის მაღალჩინოსნები, რომლებიც დაკავებული არიან, როგორ მოიპარონ და როგორ იცხოვრონ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე. სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზეც ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას - არსად დამალვას რომ არ ვაპირებ, ეს დაკავების დროსაც გამოჩნდა. არ ვაპირებ დამალვას. თუ ვინმეს უნდა, რომ სადმე წავიდეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მას და მის გუნდს მე არ გავახარებ.

თუ გამოყენებული იქნება პატიმრობა, ამას მე მოცემულობად მივიღებ. პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია. მადლობა მათ ამ ბრძოლისთვის,“ - განაცხადა ნადირაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის