„საქართველოს ბანკმა“ Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

„საქართველოს ბანკმა“, ქვეყნის წამყვანმა უნივერსალურმა ბანკმა, Citi-სთან ერთწლიანი, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას ხელი მოაწერა. ეს სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA) ფარგლებში გაფორმდა და იგი Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის მეთოთხმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს.

ახალი შეთანხმება სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს ქვეყანაში სწრაფად მზარდი კორპორატიული, მცირე და საშუალო (SME) სექტორებისთვის სავაჭრო დაფინანსების შესაძლებლობების შეთავაზება. ფინანსური რესურსი მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს, დაეხმარება აუცილებელ დაფინანსებაზე წვდომაში და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ ზრდას.

„ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებით, ჩვენს გამორჩეულ პარტნიორობას Citi-სთან ვაგრძელებთ. ქართული კომპანიების მზარდი საჭიროებების გათვალისწინებით, განსაკუთრებით, კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტებში, სავაჭრო დაფინანსების კუთხით შესაძლებლობების განვითარება გრძელდება, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ეს პარტნიორობა ადასტურებს ჩვენი გლობალური პარტნიორების ნდობას ჩვენი გამოცდილებისადმი და ერთგულებას ქართული ბაზრის განვითარებისადმი. ჩვენ მივესალმებით Citi-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რათა შევქმნათ ზრდის ახალი შესაძლებლობები ბიზნესებისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე,“- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას, რომელიც რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებას ისახავს მიზნად.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება