ბექა ბასილაია - საქართველოს პატრიოტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გაასამართლა - არანაირი ილუზია არ არსებობდა, რომ მოსამართლე სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა

დღეს გვქონდა ვითარება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, საქართველოს პატრიოტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გაასამართლა - არანაირი ილუზია არ არსებობდა, რომ მოსამართლე სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული მურთაზ ზოდელავასა და პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმე ამ ქვეყანაში ჯგუფურ ძალადობას ახორციელებს, ეს არის „ქართული ოცნება“ და მის მიერ ორგანიზებული დაჯგუფებები.

„ბუნებრივია, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა. არანაირი ილუზია არ არსებობდა, რომ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა ქალბატონი ლელა მარიდაშვილი, მით უმეტეს, აღმოჩნდა, რომ თავად ქალბატონი ლელა სულ ორიოდე წლის წინ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ანუ დღეს გვქონდა ვითარება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, საქართველოს პატრიოტები გაასამართლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა,“ - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მოძრაობა “რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის