თამარ კეკენაძე - 13 ადამიანი და მათი ოჯახები უკვე გახდა იმ პროვოკაციის, „მშვიდობიანი დამხობის“ მსხვერპლი, რომელიც თავიდანვე მიზნად ისახავდა მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას - მათი პასუხისმგებლობა, ვინც ეს სცენარი მოაწყო, მძიმე იქნება

13 ადამიანი და მათი ოჯახები უკვე გახდა იმ პროვოკაციის, „მშვიდობიანი დამხობის“ მსხვერპლი, რომელიც თავიდანვე მიზნად ისახავდა მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კეკენაძე სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით კეკენაძე იმ ფაქტს ეხმაურება, რომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც უკვე დაკავებულია 13, ორი კი მიმალვაში იმყოფება.

„13 ადამიანი და მათი ოჯახები უკვე გახდა იმ პროვოკაციის, “ მშვიდობიანი დამხობის” მსხვერპლი, რომელიც თავიდანვე მიზნად ისახავდა მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას. ვინც ეს სცენარი მოაწყო და ვინც ამით პოლიტიკურ სარგებელს ეძებდა, ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მძიმე იქნება, როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“,- წერს კეკენაძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 13 პირი დააკავეს, ორი კი ჯერჯერობით მიმალვაში იმყოფება.

უწყების ცნობით, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები